4/17/2012

ტურიზმის განვითარება


turizmi viTardeba.....

საქრTველოს ტურიზმის განვითარებისთვის არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობა და კლიმატი ახასიათებს.აქ შეიდცლება როგორც მთიანი რეგიონების განვითარება ისე ვაკე დაბლობების და შავი ზღვის ტერიტორიების ათვისება.ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი 14 სამოგზაურო სეგმენტადაა დაყოფილი.



2009 წელს უცხოურ ტურისტულ ვებგვერდებზე საქართველო სამოგზაუროდ საფრთხისშემცველ ქვეყანათა სიაში მოხვდა.
თუმცა 2010 წლის ტენდენცია გვიჩვენებს, რომ მდგომარეობა შეიცვალა. ტურისტების ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდის. აჭარის ზღვისპირეთსა და საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობის კუთხით 2009 წელს აზერბაიჯანი ლიდერობდა. მეორე ადგილი თურქებმა დაიკავეს. ისინი ბათუმში ძირითადად კაზინოში სათამაშოდ ჩამოდიან. აჭარის ზღვისპირეთში ჩამომსვლელთა შორის მესამე ადგილზეა სომხეთი, საიდანაც დასასვენელად ძირითადად ოჯახები ჩამოდიან. უკრაინელ და ბალტიისპირელ ტურისტებს კი სამთო-სათხილამურო კურორტები მოსწონთ. დასავლეთ-ევროპელი ტურისტები კულტურულ და სათავგადასავლო ტურებზე არიან ორიენტირებულნი.
2009 წელს საქართველოში მილიონ-ნახევარი უცხოელი მოგზაური ჩამოვიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 16%-ით მეტია. აჭარის ზღვისპირა კურორტებს დასვენების მიზნით 60 636 სომეხი ტურისტი ეწვია. საქართველოს საზღვაო კურორტებზე იმყოფებოდა თბილისელთა 24,8%, ხოლო ზამთრის კურორტებზე - 19,8%. დღეისათვის საქართველოში ტურისტთა შემოყვანაზე 95 ტურისტული კომპანია მუშაობს.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ქვეყანაში ტურიზმის სტატისტიკის გაუმჯობესების მიზნით, 2010 წლის განმავლობაში ამ სფეროს კვლევას წელიწადში ოთხჯერ განახორციელებს. ამის შესახებ დეპარტამენტს რეკომენდაცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ გაუწია. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაკვეთით კვლევა ჩაატარა (IPR- აი-პი-არ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტმა, რომელიც 2010 წლის 1-22 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.
კვლევა ჩატარდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადახლოს, წითელი ხიდისა და სარფის სახმელეთო-სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, სადაც ის უცხოელები გამოკითხეს, რომლებიც ქვეყნიდან მიემგზავრებოდნენ. შესაბამისად, მათ საქართველოში ვიზიტი დასრულებული ჰქონდათ და მათ მიერ მიღებული ყველა შთაბეჭდილება ცოცხალი და აქტუალური იყო.
თითოეული ტურისტი საქართველოში საშუალოდ 1502 აშშ დოლარს ხარჯავს, დღიურად - 337 აშშ დოლარს. რაც შეეხება უფრო კონკრეტულად ზამთრის ტურიზმში არსებულ ტენდენციებს, ამ მხრივ ტურისტების მიმზიდველი ატრაქციების სიაში შედის ბათუმი, მცხეთა, გუდაური,სიღნაღი და ბაკურიანი. ბათუმთან დაკავშირებით კვლევამ საინტერესო სურათი აჩვენა: ეს ქალაქი ტურისტებისთვის ზამთარშიც აქტუალურია, მათ დიდ ნაწილს თურქი ტურისტები შეადგენენ, რომელთა ნაწილი ბათუმში საქმიანი ვიზიტით ჩამოდის, ნაწილი კი კაზინოებში სათამაშოდ. რაც შეეხება დედაქალაქს - თბილისს საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა აბსოლუტური უმრავლესობა სტუმრობს. კვლევის ფარგლებში ტურისტებმა მათი თვალით დანახული საქართველოს უნიკალური უპირატესობებიც დაასახელეს, რომელთა შორის მთავარ ადგილს ადამიანური ურთიერთოები, სტუმართმოყვარეობა, კლიმატური პირობები და ქართული სამზარეულო იკავებს. რაც შეეხება ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებს, მათ შორის პირველ რიგში მომსახურების დაბალი დონე და კომუნიკაციის ხარვეზები დასახელდა. როგორც ბექა ჯაყელმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, 2010 წელს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების რამდენიმე რაიონში უცხო ენის შემსწავლელი კურსები ჩატარდება. ამასთან, სერვისის დონის გაუმჯობესებას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მუშაობის სტრატეგიულ მიმართულებად ასახელებს. შემდეგ კვლევას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მაისში ჩაატარებს - მისი მიზანი გაზაფხულის ტურისტული სეზონის ტენდენციების გამოვლენა იქნება.
რაც შეეხება შიდა ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის შესასწავლად დედაქალაქის მოსახლეობის მაგალითზე კვლევა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომთბილისელთა 34% დასასვენებლად სოფლად ან საკუთარ აგარაკზე მიემგზავრება. 24,8% წელიწადში ერთხელ საზღვაო კურორტზე ისვენებს, ხოლო 19,8 პროცენტი - სამთო კურორტზე. თბილისელთა 22 პროცენტი დაინტერესებულია კულტურული ტურებით. განსაკუთრებული დაინტერესებაა მთიან რეგიონებში მოგზაურობაზე. მათ შორის პირველ ადგილზეა სვანეთი, მეორეზე - რაჭა, შემდეგ - ხევსურეთი, ყაზბეგი და თუშეთი. თბილისელთა 9,4%- სამკურნალო ტურები აინტერესებს, 8,5 პროცენტს - რელიგიურ-პილიგრიმული, შემდეგ ადგილზეა სათავგადასავლო, სპორტული და ბოლოს - ეკოტურიზმი.
ევროპელ ტურისტებს საქართველოში ყველაზე მეტად რთველიყურძნის დაწურვა და ჩურჩხელების ამოვლების პროცესი მოსწონთ

No comments:

Post a Comment