საქართველო რომ გამორჩეული ქვეყანაა მრავალფეროვანი ბუნების გამო, ამის მტკიცება ალბათ, ბანალური იქნება, თუმცა იმის კიდევ ერთხელ ჩვენება თუ როგორი ტურისტული პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როცა მართლა საფუძველი ეყრება ტურიზმის განვითარებას...
აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოში რამდენიმე მთიანი რეგიონი გამოიყოფა, რომელთაც მართლაც კარგი პოტენცია აქვთ ტურისტების მოსაზიდად... კახეთის მთიანეთიდან აღსანიშნავია თუშეთი და ფშავ-ხევსურეთი, ხოლო დასავლეთიდან ალბათ სვანეთი განსაკუთრებულია... სამწუხაროა, რომ უმრავლესობა ქართველებისა ამ რეგიონების ტრდიაციებს უმეტესად ამავე მთებში დაბადებული გენიოსების შემოქმედების წყალობით ვიგებთ... დღესდღეობით მცირე ჯგუფები თუ მოიძებნება და ისიც მხოლოდ ახალგაზრდებისა, რომლებსაც მოვლილი აქვთ საქართველოს მთიანი ნაწილები. ასე პოპულარულ და დღეს აქტუალურ ტურიზმის მენეჯერის პროფესიას თუ მართლა მონდომებით ისწავლიან ახალგაზრდები იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალში ტურიზმი ძალიან განვითარდება საქართველოს მთიანეთში და არა ისე, როგორც დღეს რეალურადაა.
No comments:
Post a Comment