4/24/2012

კახეთი

ახეთი ერთ - ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში. იგი ადმინისტრაციულად მოიცავს როგორც კახეთს, ასევე ისტორიულ კუთხესთუშეთს. კახეთში წარმოდგენილია ჰავისა და ლანდშაფტის მრავალფეროვნება, აქ გვხვდება როგორც სუბტროპიკული, ისე სტეპური ბუნება. საშუალო ტემპერატურა ზამთარში +1.4° , ხოლო ზაფხულში+23…+25° -ია. 

კახეთის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, რეგიონის მასშტაბით გვხვდება ნახევრადუდაბნო, მარადმწვანე ტყეები და სუბალპური მცენარეული საფარიც კი. ყველაზე დაბალი ადგილი ელდარის ვაკეა 90-150 . ზღ. ., ხოლო უმაღლესი თებულოს მთა - 4493 . თუშეთის საშუალო სიმაღლე – 1880 .

კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია - მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა და ექსკურსანტების ყურადღებას. 



კახეთის გამორჩეულად ცნობილი კულტურული ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი, უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერი, ახალი და ძველი შუამთა, იყალთო, გრემი, ნეკრესი... 

თითოეული ეკლესია - მონასტერი ძველი ტრადიციის მატარებელია, დღემდე მოქმედებს მათი სახელობითი დღესასწაულები. ეს კი საუკეთესო ფაქტორია მომლოცველთა ან უბრალოდ კულტურული ტურიზმით დაინტერესებულთათვის მხარეს დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. კახეთის მეღვინეობის ისტორია ჩვ. . აღ-მდე III-II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს. 

საქართველოს ღვინის ქარხნები უმეტესად კახეთშია კონცენტრირებული. აქაურ ქარხნებში ტურისტებს სხავადასხვა სერვისს სთავაზობენ: აცნობენ საწარმო პროცესს, ატარებენ ღვინის დეგუსტაციას, აცნობენ ქართულ ტრადიციებს სპეციალურად მოწყობილ ეთნოგრაფიულ კუთხეებში. ღვინის დაგემოვნება  შესაძლებელია ტრადიციულ ქართულ ოჯახებშიც, სადაც ტურისტს შეუძლია ძველ ან ძველ სტილში აგებულ მარნებში კახური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო დააგემოვნოს და ასევე გასინჯოს ქართული სამზარეულოს კერძები (ხშირად ხალხური სიმღერების ფონზე).კახეთში  ყოველწლიურად იმართება ღვინის ფესტივალი. 

კახეთის ტერიტორიაზე ექვსი დაცული ტერიტორიააბაწარას, ბაბანეულის, მარიამჯვრისა და ვაშლოვანის ნაკრძალები, თუშეთისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები. თითოეული მათგანი ბუნების მოყვარულთ  საოცარ ბუნების ძეგლებს სთავაზობს. 

კახეთის რელიეფი და  საინტერესო ხეობები, კარგი ფაქტორია  ჯიპ ტურების  განსახორციელებლად.





სვანეთი

სვანეთი ულამაზი მხარეა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. საოცარია აქაური სოფლები, მუდმივად თოვლიანი მთის თვალუწვდენელი მწვერვალები, აზალის საძოვრები, საიდანაც შუასაუკუნეების კოშკები ულამაზეს ხეობებს ამაყად გადაჰყურებებენ, ხოლო ფრიალო კლდეებში ღრუბლები გაწოლილან. სვანეთი საჩუქარია არა მხოლოდ ლაშქრობის მოყვარულთათვის, იგი კულტურის უძველესი კერაცაა. აქ მრავლად შეხვდებით შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სალოცავებსა და ეკლესიებს, შუასაუკუნეების უნიკალურ ფრესკებსა და მონეტებს, რომლებიც ახლაც ინახება რამოდენიმე მუზეუმში.სვანეთი მდებარეობს ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებში. ადრეულ საუკუნეებში იგი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. სვანეთის ქედი სვანეთს ორ ნაწილად - ზემო და ქვემო სვანეთად ჰყოფს. ზემო სვანეთი მდებარეობს ენგურის ხეობაში. მისი სოფლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის მფარველობაშია. ხოლო ქვემო სვანეთი მდ. ცხენისწყლის ხეობაშია. სვანეთის მოსახლეობა ქართველია და შეადგენს 2500-ს.სვანეთში თავმოყრილია კავკასიონის უმთავრესი მწვერვალები: შხარა (5068 მ), ჯანღა (5060 მ), გესტოლა (4860 მ), თეთნულდი (4860 მ), წურუნგალა (4220 მ), აილამა (4550 მ), მაზერი (4010 მ), ჩათინი (4370 მ) და ორთავა უშბას კლდოვანი მასივი (4700 მ).მეტად მრავალფეროვანია სვანეთის მცენარეული საფარი. წიწვოვანი ტყეები 800-900 მეტრიდან გვხვდება, ხოლო ალპური სარტყელი 2450-2500-დან 3100-3200 მეტრამდე ვრცელდება. აქ გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა შემადგენლობაშია ქართული მუხა, კავკასიური რცხილა, ცაცხვი, მთის ნეკერჩხალი და სხვა.სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად სვანურ ენაზე საუბრობს. ისინი განთქმული არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით. სვანები თავისებური და ამაყი ხალხია. სვანეთის ისტორიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი. სვანური სიმღერები ძირითადად ომებს, ომის გმირებს, სახელოვან მეფეებს ეძღვნება, ბევრი სიმღერა კი წარმართულ ელემენტებსაც შეიცავს.

ღირსშესანიშნაობები}

სოფელი უშგულისვანური კოშკისვანური სახლი "მაჩუბი"წარმართული ხასიათის ნიშებიადიშის, იელის სვიფის, წვირმის, ჟაბეშის, უშგულის ეკლესიები (სულ 70)მარგიანების სახლ-მუზეუმი




იმერეთი

ღირშესანიშნაობები
ბაგრატის ტაძარი
 ქუთაისში, უქიმერონის გორაზე, მდებარეობს გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო და ერთიანი საქართველოს პირველი მეფის-  ბაგრატ III-ის სახელის მატარებელი ტაძარის ნანგრვები.
 ტაძრის მშენებლობა დაიწყო X საუკუნის ბოლო მეოთხედში და დამთავრდა 1003 წელს. იგი აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების  სახელზე. მისი კურთხევა ბაგრატ მეფეს განსაკუთრებული ზეიმით აღუნიშნავს.
  გელათის მონასტერი 
 ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
უბისის მონასტერი
 დასავლეთ საქართველოში, სოფელ უბისის მისადგომთან შემორჩენილია სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები.  აქ დგას ძველი  დარბაზული ეკლესია, კოშკი-გოდოლი და თაღოვანი კარიბჭე, იქვეა უფრო გვიანდელი  სამრეკლო. აღმოსავლეთის ფასადის პირდაპირ  აღმართული კოშკი-გოდოლის სამხრეთ კედლის წარწერა გვამცნობს, რომ მონასტერი და  კოშკი 1141 წელს აუშენებიათ.
 ტაძრის უძველესი და ძირითადი ნაწილი ერთნავიანი, ერთაფსიდიანი დარბაზული ტიპის ეკლესიაა. თავდაპირველად ეკლესიას ორი  მინაშენი ჰქონდა: სამხრეთისა და დასავლეთის გადაუხურავი კაბიბჭეები. ეკლესიაში შემორჩენილი საკურთხევლის დაბალი კანკელი,  არქაული ფორმების მიუხედავად, ეკლესიის თანადროული უნდა იყოს. კოშკი მესვეტის საცხოვრებლად იყო განკუთვნილი.
 მოწამეთას სამონასტრო კომფლექსი
აგებულია წმინდა ძმების დავითისა და კონსტანტინეს(მხეიძეების) უკვდავ საყოფად. ისინი იყვნენ არაგვთა ერისთავები, რომლებიც VIII საუკუნეში შემოსეულ არაბთა ლაშქარს მცირე რაზმით თავგანწირულად შეებრძოლნენ, დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად,ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ. არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ, შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. განრისხებულმა მურვანმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება ვაჟკაცურად აიტანეს და მოწამეთა გვირგვინით შეიმოსნენ. დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ამ ეკლესიაში ინახება.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი 
 მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.)
დაცული ტერიტორია
სათაფლიის ნაკრძალი
 სათაფლიის ნაკრძალი ქ. ქუთაისს ჩრდილო -დასავლეთით 6 კმ. დაშორებით ესაზღვრება. ქუთაისიდან სოფელ ბანოჯის მიმართულებით  გაყვანილია მოასფალტებული საავტომობილო გზა.
 სათაფლიაზე არსებული დინოზავრის ნაკვალევი, რომელიც ათეულობით მილიონ წელს ითვლის, მსოფლიო მასშტაბისაა და ერთ-ერთი  იშვიათი ძეგლია , რომლის ახლოს მდებარეობს კარსტული გამოქვაბული გამჭირვალე სტალქტიდებითა და სტალგმიტებით.
აჯამეთის აღკვეთილი
  აღკვეთილი იმერეთის მხარეში ქუთაისიდან 15 კმ-ზე. დაარსდა 1935 წელს, ფართობი 4848 ჰა. შექმნილია ორი მასივისაგან: აჯამეთის მუხნარისა (3742 ჰა, მდ. რიონის მარცხენა შენაკადებს — ყვირილასა და ხანისწყალსშორის) და ვარციხის მასივისაგან (1106 ჰა, ხანისწყლის მარცხენა მხარეს).
აჯამეთის აღკვეთილში შემონახულია კოლხური ტიპის იმერული მუხისრელიქტური ტყეები (მუხნარების ხნოვანება 120-200 წლეებს შორის მერყეობს), კავკასიური ძელქვის წმინდა კორომები (1,5 ჰა) და აგრეთვე ჰარტვისის მუხა. აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალში წარმოდგენილია ტყის სხვა ჯიშებიც: იფანი,კავკასიური რცხილა, მინდვრის ნეკერჩხალი, პანტა, თამელი.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
 ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში და წარმოადგენს მცირე კავკასიის ნაწილს. ეს  პარკი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში – იგი 76 000 ჰექტარზე მეტს მოიცავს, რაც საქართველოს ფართობის თითქმის 1%-ს შეადგენს.
 მთის ტყეების დიდი ნაწილი შემორჩენილია ხელუხლებელ მდგომარეობაში. მრავალრიცხოვანი ენდემური და რელიქტური ფლორის  ნიმუშები, აგრეთვე ფაუნის იშვიათი წარმომადგენლები შეგიძლიათ იხილოთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყეებში, მის  სუბალპურ და ალპურ მდელოებზე.

 ფლორითა და ფაუნით
იმერეთის მხარე ფლორითა და ფაუნით მდიდარია. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 250 000ჰა უჭირავს, რომელიც ძირითადად მთაგორიან ლანდშაფტზეა განფენილი. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მეტრია. ფოთლოვან ტყეებთან ერთად აქ გვხვდება წიწვოვანიდა შერეული ტყეები, კავკასიისათვის დამახასიათებელი ფაუნის წარმომადგენლები —კავკასიური დათვი, ტახი, ირემი, შველი, მელა, მგელი და ტურა, ფართოდაა წარმოდგენილი ფრინველთა სამყარო. ჯერ კიდევ შემორჩენილია ეკოლოგიურად სუფთა და ხელშეუხებელი ბუნება, განსაკუთრებით მთაგორიან რეგიონებში. ასეთ ზონებს მიეკუთვნება სათაფლიის, აჯამეთის, მუხნარის, ვანის, ჭიათურის, ბაღდათის და განსაკუთრებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელსაც 24000 ჰა ტერიტორია უჭირავს. ტურიზმისა და დასვენების ზონებს მიეკუთვნება ტყიბულის, შაორისა და რიონჰესის წყალსაცავების ტერიტორია. გარდა დიდი ტბებისა იმერეთში მრავლად არის მცირე ბუნებრივი ტბები 1000 და 1500 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
კურორტები
წყალტუბო
წყალტუბო მრავალმხრივი კურორტია და განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით. წყალი რბილი, კამკამა და უსუნოა, მისი ტემპერატურაა 33-35°
წყალტუბოს მინერალურ წყალი კურნავს შემდეგ დაავადებებს: კიდურების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების, კანის, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის, ენდოკრინული სისტემის, გინეკოლოგიური დაავადებები. წყალტუბოში ასევე მკურნალობენ რევმატიზმით, პოლიომიელიტით და ცერემბრალური დამბლებით დაავადებულები. ასვე ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა კარსტული მღვიმეები, მღვიმეების მიკროკლიმატი გამოიყენება ბრონქიალური ასთმის,სტენოკარდიის, ჰიპერტონული დაავადებების, ნევროზის და ქრონიკული პნევმონიის სამკურნალოდ. წყალტუბოში მკურნალობის ვადა 20-24 დღეა.
საირმე
 საირმე არის მნიშვნელოვანი ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი ბაღდათის რაიონში.მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდ. კალთაზე .  მდ. წაბლარისწყლის ხეობაში. ზ.დ.   950 მ., ბაღდათიდან 25 კმ.ჰავა რბილია; იცის მცირეთოვლიანი ზამთარი
 (იანვ. საშ.ტემპერატურა –1,0°C) და ზომიერად თბილი ზაფხული( აგვ. საშ. ტემ. 17°C); ნალექების რაოდენობა 900მმ წელიწადში.
 სამკურნალო ფაქტორი: ნარზანის ტიპის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი (წყალი#1 და#3) და ბორჯომის ტიპის  ნახშირმჟავა ჰიდროლარბონატული ნატრიუმიანი (ბურღილი#4 და #5)მინერალური წყალი. საირმეში არის სანატორიუმი, დასასვენებელი სავლები და საკურორტო პოლიკლინიკა.
სეზონი: მაისიდან –ნოემბრამდე.ჩვენება:საშარდე გძების და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ქრონიკული დაავადებები.
მუზეუმები
ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმ-ნაკრძალის მისამართი: ქ. ქუთაისი, ნაზარიშვილის ქ. N7
ტელეფონი: (+995 31) 5 01 55
ელ-ფოსტა: kutaisi@heritagesites.ge
ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge
სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის – 1 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გდაადგილებული პირები.
ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი
მუზეუმის მისამართი: ქუთაისი, თბილისის ქ.1
ტელეფონი: (+995 231) 4 49 72
ფაქსი: ( +995 231) 4 56 91
ელ-ფოსტა: omarilanchava@gmail.com
ვებ-გვერდი: www.histmuseum.ge
მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 9 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 3 ლ, ბავშვებისთვის: 1 ლ, სტუდენტებისთვის: 2 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.
დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა
მუზეუმის მისამართი: ქუთაისი, რუსთაველის ქ. #8
ტელეფონი: (+995 231) 4 23 29
ფაქსი: (+995 231) 4 23 29
ელ-ფოსტა: artgallery67@mail.ru
მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ. ბავშვებისთვის : 0.50 ლ.
უფასოდ დაიშვებიან: იძულებით გადაადგილებული პირები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები, 6 წლამდე ასაკის ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ჯარისკაცები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, მხატვრები, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.




თუშეთი 

თუშეთში რომ მოხვდე, საქართველოს ერთერთი ყველაზე მაღალი გზა (2917მ) უნდა გადაკვეთო "აბანოს" უღელტეხილზე. თუშეთი მდებარეობს საქართველოს მარჯვენა კუთხის მაღლობზე, ზღვის დონიდან 1650-4493 მ. მისი სოფლები განლაგებულია 1900მ-დან 2400მ-მდე. იგი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და გვერდით ქედს შორის მდებარე ქვაბულშია მოქცეული. თუშეთის ქედის (ჩრდილოეთით) უმაღლესი მწვერვალია ტებულო (4493 მ.), ხოლო მთავარი წყალგამყოფი ქედის მწვერვალებიდან აღსანიშნავია შავი კლდე (3574 მ.), დიდგვერდი (3334 მ.), პატარა ბორბალო (3180 მ.). აქ გვხვდება ომალო-დიკლოს ვაკე, ცოკალთა-ქუმელაურთის ვაკე და სხვა პატარა ვაკეები. თუშეთის ჰავა კონტინენტურია, აქ ძირითადად სუსტი ქარი და წყნარი დღეები იცის.
თუშეთს აღმოსავლეთით საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით - კახეთი. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო.

თუშეთი მოთავსებულია გომეწრის ალაზნის და პირიქითის ალაზნის ხეობებში და მოიცავს ოთხ ხევს (ბირიკვი, დართლო, ფარსმა, გირიკი), სადაც მოსახლეობა რამდენიმე საუკუნეა ცხოვრობს. ზოგიერთი სოფელი აქ უკვე მიტოვებულია და მხოლოდ მთამსვლელთათვის განსაზღვრული ფუნქციები აქვს. ზამთარში თუშები საცხოვრებლად ბარში – ალვანში ჩამოდიან, თუმცა თითოოროლა მობინადრე არც ზამთარის სიცივეში ტოვებს მთას. თუშეთში ორი მდინარეა - გომეწრის ალაზანი, და პირიქითა ალაზანი. აქ უამრავი პატარა ტბა გვხვდება. სუბალპურ ზონაში მყინვარული წარმოშობის ტბებია, ხოლო კალოანის ხევში მდებარე ტბა მთელი წლის განმავლობაში გაყინულია. თუშეთში ბევრია მინერალური წყალი. თუშეთი გამორჩეული ულამაზესი ალპური მდელოებით და ტყეებით. მისი ტყეების დიდი ნაწილი პირველქმნილია და ძირითადად წარმოდგენილია ფიჭვნარით.ტყეების ფართობი 32000 ჰა-ს შეადგენს. მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო.

თუშეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის მიხედვით, აქ ადამიანი გვიან ბრინჯაოს ხანაში დასახლებულა. ქართულ საისტორიო წყაროებში კი საკმაოდ მწირი ცნობები მოიპოვება თუშეთის შესახებ.

საქართველოს ეს უნიკალური მხარე უძველესი კულტურის ნაშთებს ინახავს. თუშური კოშკები – ქვის ეს დრეკადი ნაგებობები თუშთა თავშესაფარს და ასევე სათვალთვალოს წარმოადგენდა ჩეჩნებისა და დაღესტნების თავდასხმებისგან თავის დასაღწევად. ამ კოშკებში აღმოჩენილი თუჯის ცხოველების ფიგურები IV-V საუკუნეებით თარიღდება. თუშეთში რომ კულტურა და არქიტექტურა უძველეს დროშივე იყო განვითარებული, ამაზე მეტყველებენ ასევე ფუტკრის სკის სტილის ნაგებობები.

თუშეთი განთქმულია თავისი მეცხვარეობით. აქაური ცხვ
ვრის ყველი საუკეთესოა მთელს საქართველოში. აქ ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ძველი ტრადიციები.

თუშები ღვთისმოსავი ხალხია, თუმცა მათი უმრავლესობა ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემელია. სოფლებში - დართლოსა და შენახოში შემორჩენილია უძველესი დროის სალოცავები. შენახოს სალოცავში შესვლა ეკრძალებათ ქალებს. აქაური ხატი ქვების პატარა შეკვრაა, რომელსაც ცხოველების რქებითა და სანთლებით ამკობენ. თუშეთში წმინდა გიორგის რამდენიმე სალოცავია. "შავი" გიორგის წმინდა სალოცავს ლაშარი ეწოდება. მის სახელთანაა დაკავშირებული თუშების დღესასწაული ლაშარობა, რომელიც აღდგომიდან დაახლოებით ასი დღის შემდეგ იმართება შენახოსა და ჩიროში.Aხატობის ამგვარი დღესასწაულები აქაური რელიგიისა და კულტურის 
განუყოფელი ნაწილია, რომელსაც თან ახლავს შაირობა.

ღირსშესანიშნაობები:

ომალოსა და დართლოს ციხე-კოშკები
ბეღელას კოშკი
ქუმელაურთის კოშკი
კესალოს კოში
თუშეთის ეროვნული პარკი
შენაქოს ეკლესია

No comments:

Post a Comment