5/15/2012

ტრადიციები



არქიტექტურა
საქართველოს კულტურა 4000 წლისაა. არქეოლოგიური გათხრებით დადასტურდა, რომ საქართველოში იყო მეტალურგიული ცენტრი. ლითონზე მუშაობა იხვეწებოდა საუკუნეების მანძილზე, ანტიკური და შუა საუკუნეების პერიოდიდან.
Georgian Art and Architecture
ეგზემპლარებს შორის, რომელიც დათარიღებულია ძვ.წთ III ს. და ახ.წთ. I საუკუნეში.
არის ოქროს ლომი, ოქროს და ვერცხლის თასები თრიალეთიდან. ძვირფასეულობა ახალგორიდან არის საქართველოს ხელოვნების ნიმუში.
ხელოვნების და არქიტექტურის ახალი ერა დაიწყო ქრისტიანობის მიღების შემდეგ 337 წ.
განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია სხვდასხვა დარგმა, ფრსკების მხატვრობამ, ხატწერამ, მომინანქრებამ.
IV საუკუნიდან განვითარდა საეკლესიო მშენებლობის ორი ძირითადი ფორმა, ცენტრალურ გუმბათოვანი და ბაზილიკა.
ბოლნისის სიონი და მცხეთის ჯვრის მონასტერი არის შუა საუკუნეების არქიტექტურის შესანიშნავი მაგალითი. საქათველოსთვის ოქროს ხანა იყო XI-XII საუკუნეები. უკვდავი არქიტექტურული ნიმუშები აშენდა X-XIII საუკუნეებში. ბაგრატის ტაძარი, ოშკი და ხახული (თურქეთის ტერიტორიაზე), გელათი, სვეტიცხოველი, სამთავისი, ალავერდი.








ქართველი ხალხისთვის ცეკვა არ არის მხოლოდ კულტურის ნაწილი, ეს მათი ცხოვრებაა. უცხოელ სტუმრებს ხშირად უკვირთ, როცა ისინი საქართველოში ჩამოდიან, რადგან ეს არის სრულიად განსხვავებული ქვეყანა. ისინი სრულიად განსხვავებულ კულტურას ეცნობიან. ორიგინალური ქართული ცეკვები ასახავენ საქართველოს ცხოვრების სხვადსხვა ასპექტს. ცეკვები იყოფა მათი წარმოშობის მიხედვით და შეიცავენ სხვადასხვა რიტუალებს და ცერემონიებს. მთაში შემორჩენილი კერპთაყვანისმცემლობა ზეგავლენას ახდენს ქართულ ნაციონალურ ცეკვებზე.
ქართული ცეკვები იყობა სოლოდ, წყვილებად და ჯგუფურ ცეკვებად. ყველა მოცეკვავე უნდა დაემორჩილოს მოთხოვნის საერთო წესებს და ასახოს ეს ცეკვაში. ამავე დროს მოცეკვავემ არ უნდა დაკარგოს ინდივიდუალურობა. ზოგიერთი ცეკვა მოითხოვს პარტნიორებს შორის სიმარდეში, ძალაში, მოძრაობებში. ახალ ქართულ ფოლკლორულ ცეკვებში, რომელიც იქმნებოდა ბოლო 20, 30 წლის მანძილზე, შეინიშნება ცვლილებები ქალთა ცეკვებში. ეს ცეკვები მოითხოვს უფრო მეტ ენერგიას, აქტიურობას, მოძრაობებს, მაგრამ მაინც არ უნდა დაიკარგოს ტრადიციული შტრიხები. კაცთა ცეკვებიც საამაყოა და გამოირჩევა მაღალი ტექნიკით, მსოფლიოს სხვა ცეკვებისგან განსხვავებით. ისინი ცეკვავენ ფეხის წვერებზე, სპეციალური ფეხსაცმლის გარეშე.
ქალების როლი ცეკვაში საინტერესოა. ქალი არასოდეს ცდილობს ღიად მიიზიდოს პარტნიორი ცეკვის დროს, რადგან მას არ სურს შეამჩნიოს პარტნიორმა. პარტნიორი ინარჩუნებს დისტანცეს ცეკვის დროს და პატივს სცემს მის სილამაზეს. ჩვენი სურვილია გაეცნოთ ქართულ ფოლკლორულ ცეკვებს. ეს გასაოცარი და მშვენიერი ცეკვები წარმოადგენენ საქართველოს ისტორიას, ტრადიციებს და კულტურას.
ქართული ფოლკლორული ცეკვები არ არის ცნობილი მსოფლიოში, მაგრამ მაინც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. ქართული ცეკვის ანსაბლები , პროფესიონალებიც და მოყვარულების, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებენ მთელს მსოფლიოში. დახვეწილი მოძრაობები არა მარტო მაყურებელთა აღფრთოვანება იწვევს, არამედ მოცეკვავეებსაც სიამოვნებას ანიჭებს.

სანამ ჩვენ თითოეულ ცეკვას სათითაოდ აგიღწერთ, გადავხედოთ ზოგადად მთელს ცეკვებს. ყველა ცეკვა წარმოადგენს თავის მხარეს. მთის ცეკვები , როგორიცაა: მთიულური, ხევსურული, ყაზბეგური, მკვეთრად განსხვავდება სხვა ცეკვებისგან. მაგალითად აჭარული, დავლური ცეკვებისგან. ყველა ცეკვას აქვს თავის კოსტიუმი საქართველოს კუთხეების მიხედვით. ყველა ცეკვა იდგმება სასცენო წარმოდგენისთვის. ბევრი ცეკვა ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის მიერ არის დადგმული (ქართული ნაციონალური ცეკვების დამაარსებლები).














ქართული მუსიკა 
ქართული მუსიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ცნობილი. სიმფონიური ორკესტრის არსებობა, მუსიკალური თეატრები სხვადასხვა ქალაქებში,მუსიკალური სკოლები, ეს ყველაფერი ასახავს საქართველოს კულტურას.
Georgian Musical Instruments, Music
ევროპული პროფესიული მუსიკა სტანდარტების მიხედვით, ითვლის რამოდენიმე დეკადას. ფაქტობრივად, აკადემიური მუსიკა წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში. ქართულ მუსიკას აქვს დიდი პოტენციალი სწრაფი განვითარებისთვის. ხელნაწერები გვაძლევენ ინფორმაციას, ორიგინალური რიტუალების შესახებ, რომლებიც მუსიკის თანხლებით სრულდებოდა და რომლებსაც ასრულებდენენ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ანტიკური ხანის მუსიკალური ინსტრუმენტები: სალამური, ჩანგი და სხვა. კოლხებისა და იბერიელების მუსიკის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებდნენ ბერძენი ისტორიკოსები: ჰეროდოტე, სტრაბონი და სხვები. ფოლკლორულ მუსიკას, განსაკუთრებული ადგილი უკავია კულტურულ ღირებულებაში ქართველი ხალხისთვის.





მუსიკალური ტრადიციები

მრავალხმიანი მუსიკა ანტიკური პერიოდიდან დღემდე არის შემორჩენილი. საქართველოს ყველა კუთხეს აქვს საკუთარი მუსიკალური ტრადიციები, დიალექტი და წარმოდგენის მანერა. არც ერთ მათგანში არ მეორდება ერთნაირი ინტონაცია და ჰარმონიულობა. ეს არის სტილი , რომელიც სამი ფორმით არის წარმოდგენილი. მრავალხმიანი სიმღერა არის სვანეთში, სადაც ყველა ხმა ერთი და იგივე რიტმში იმღერება. მრავალხმიანი დიალოგი დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის, მონოტონურად ორ ხმაში და სერთოდ კონტრასტული მრავალხმიანი სიმღერაა დამახასიათებელი დასავლეთ საქართველოსთვის. დასავლეთში დომინირებს აჭარული და გურული მრავალხმიანი სიმღერა, რომელსაც მუშაობის დროს მღერიან.
Georgian Musical Instruments, Music
ქართული ფოლკლორისთვის ძირითადად სამხმიანობაა დამახასიათებელი, მაგრამ გვხვდება ოთხხმიანიც, ორხმიანიც და ერთხმიანი მიმდინარეობები. არის სიმღერები, რომელიც იმღერება მუშაობის დროს, აკვანთან, გლოვისას დასაფლავებაზე და სრულდება ნაციონალურ ინსტრუმენტების თანხლებით.
ბუნებრივია, რომ მდიდარი ტრადიციების მუსიკამ წარმოშვა საეკლესიო მუსიკა, მას შემდეგ რაც საქართველოში ქრისტიანობა გავრცელდა (IVს).

ეს მიმდინარეობა განსაკუთრებით განვითარდა სასულიერო აკადემიებში და სკოლებში (იყალთო, გელათი) და საქართველოს კულტურულ ცენტრებში ( იერუსალიმში, ათონის და სინას მთაზე) VIII-X საუკუნეების ჰიმნების კოლექცია, ( რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანია მიქაელ მოდრეკილის ჰიმნი IX-X), სხვადასხვა სახის ტექსტები და ორიგინალური მუსიკა. ქართველი და უცხოელი მკვლევარები მუშაობენ მათ გაშიფვრაზე.

ყველაფერი ეს ასახავს ქართველ ხალხზე წარმოდგენას, მაღალგანვითარებული სმენის მგრძნობელობას და კომპლექსურობას. 1977 წელს კოსმოსში გააგზავნეს ერთ-ერთი ქართული მუსიკალური ჩანაწერი ჩაკრულო, ნიშნად იმისა , რომ საქართველო იყო ევროპული კულტურის ნაწილი. XIX საუკუნეში, მიუხედვად რუსეთის მმართველობისა, ქართულმა მუსიკამ მაინც დაიწყო განვითარება.

ევროპულმა ოპერამ მოახდინა ზეგავლენა, რომ საქართველოშიც განვითარებულიყო ეს მიმდინარეობა. წლების განმავლობაში ოპერებს ქმინდნენ ზაქარია ფალიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, დიმიტრი არაყიშვილი. XX საუკუნის 20-იან წლებიდან დაიწყო სიმფონიური მუსიკის განვითარება.

თანდათან გალობამ ეკლესიებშიც გადაინაცვლა. უცხო ქვეყნებმა მოხდინეს ზეგავლენა საეკლესიო გალობაზე. ერთის მხრივ ეს იყო პალესტინა და სირია, მეორეს მხრივ - ბიზანტია, მაგრამ ორიგინალური ჰიმნოგრაფიული ნიმუშები იქმნებოდა V საუკუნიდან. საეკელსიო გალობა დაიწყო დაახლოებით VII საუკუნიდან და ამ დროს უკვე იგრძნობოდა უცხო ქვეყნების ზეგავლენა.

მრავალხმიანი სიმღერა წარმოიშვა საეკლესიო გალობიდან, რამაც გამოიწვია ნაციონალური მუსიკის განვითარება. ამ პროცესში უხვად იყო ფოლკლორული მუსიკის ელემენტები, რომელიც შემდეგ საუკუნეებშიც გაგრძელდა.

No comments:

Post a Comment