ბოდბე-თანამედროვე საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში ბოდბის წმ. ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსს, რომელიც კახეთის საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენს და ქალაქ სიღნაღიდან 2 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილი უკავია. იგი მრავალჯერ იქნა შეკეთებული და რესტავრირებული. XVII-XVIII საუკუნეებში ბოდბის მონასტერი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა იყო.
სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. სიღნაღი, როგორც ქალაქი ჩამოყალიბდა XVIII ს-ის მიწურულს ერეკლე II მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. სიღნაღი ჩამოყალიბდა ძირითადად როგორც ხელოსანთა და ვაჭართა ქალაქი. სიღნაღი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. XXს-ში იგი მხატვართა, არტისტთა, მწერალთა საყვარელ ადგილს წარმოადგენდა.
დავით გარეჯას მონასტერი
დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ნახევრად უდაბნოში თბილისიდან 75 კმ.-ში. მონასტერი დაარსებულია VI ს.-ში წმინდა მამის დავითის მიერ. აქ არის VIII-XIII სს.-ის ფრესკები. კომპლექსი შეიცავს ასეულობით ეკლესიას, სამლოცველოს და სატრაპეზოს. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ადგილი უძველესი ხალხით იყო დასახლებული.
|
ჯვრის მონასტერი – VI ს-ის მართლმადიდებლური მონასტერი მცხეთაში. მცხეთა – მთიანეთის რეგიონში, აღმოსავლეთ საქართველოში. იერუსალიმში არის ამავე სახელოდების მონასტერი. ჯვრის მოანსტრის სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან “ჯვარი”.
სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი - აშენებულია XI ს-ში. იგი შეიძლება დათარიღდეს უფრო ადრე IV ს.-ით, რომლის გარშემო უამრავი ლეგენდაა ქრრისტიანული ტრადიციების შესახებ. დიდი ხნის განმავლობაში იყო სარწმუნოებრივი ცენტრი.
სამთავროს მონასტერი – XI ს-ის სამონასტრო კომპლექსი. პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა აქ არიან დაკრძალულნი.
შიო მღვიმის მონასტერი აშენებულია შუა საუკუნეებში. მდებარეობს მცხეთის მახლობლად, თბილისიდან 30 კმ-ში
არმაზი – მდებარეობს მცხეთის ჩრდილოეთით 2 კმ-ში და თბილისიდან 22 კმ-ში. მცხეთის ისტორიის მიხედვით ეს ის ადგილია, სადაც მდებარეობდა ამავე სახელწოდების ანტიკური ქალაქი. არმაზი დაინგრა 730 წ-ს არაბების შემოსევის შედეგად.

ვარძია - კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქალაქია, კომპლექსის საერთო ფართი 500 კვ. მეტრზე მეტია, განლაგებულია 12 იარუსად და შედგება 600 ოთახისაგან. აქ მთელი ქალაქია ქუჩებით, მოედნებით, 15 ეკლესიით, რომლებიც უნიკალური ფრესკებითაა მოხატული, მათი უმრავლესობა დღეისათვის ძალზე დაზიანებულია. შემორცენილი ფრესკებიდან აღსანიშნავია ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა და სხვა. ვარძიაში მარტო ღვინის 28 მარანი იყო, 235 ქვევრით, რომლებიც 90 973 ლიტრ ღვინოს იტევდნენ. თუმცა ვარძია ღრმად არის კლდეში გამოკვეთილი, მაგრამ მას არც დღის სინათლე და არც ანკარა წყარო აკლია. კლასიკურად ნაგები წყალსადენი მეზობელი მთებიდან უხვად აწვდის მას წყაროს ცივ წყალს. იშვიათი სანახავია თლილი ქვისგან ნაგები მთავარი ტაძარი, რომელსაც თამარის ფრესკა ამშვენებს ( დღეს დღეობით შემორჩენილია თამარის მხოლოდ 4 ფრესკა), მას ხელში ეკლესიის მაკეტი უჭირავს და გვერდს უმშვენებს მამა-მეფე გიორგი III.
No comments:
Post a Comment