თბილისის ტური
თბილისი არის საქართველოს დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი. იგი იკავებ 726 კმ2 ფართობს მტკვარის ორივე ნაპირზე და მისი მოსახლეობა უდრის 1480000 ადამიანს. დაარსებული ჩვ.წ. მე–5 საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ (ქართლის მეფე) და გადაკეთებული დედაქალაქად ჩვ.წ. მე–6 სააკუნეში
, თბილისი არის მნიშვნელოვანი ინდუტრიულ, სოციალურ და კულტურული ცენტრი. რამოდენიმე საინტერესო ადგილებს შორის შეგიძლიათ ნახოთ: ანჩისხატის ეკლესია - აშენებული მე–5 და მე–6 საუკუნეებში, განლაგებულია ძველ თბილისში. არის სამ–ნავიანი ბაზილიკა. სიონის საკათედრო ტაძარი - თავიდან იყო აშენებული მე–6 და მე–7 საუკუნეებში. მას მერე, იგი რამდენიმეჯერ იყო დანგრეული უცხოელი დამპყრობლების მიერ და რეკონსტრუირებული ქართველების მიერ. ახლადელი ეკლესია განახლებულ იქნა მე–13 საუკუნეში და, გარკვეული ცვლილებებით, მე–17 და მე–19 საუკუნეებში. ნარიყალას ციხე–სიმაგრე - არსებობს მე–4 საუკუნის შუა წლებიდან. იგი იყო ოკუპირებული ირანელების, ჩრდილოეთ კავკასიელების, ბიზანტიელების და არაბი დამპყრობლების მიერ. სამეფო ტახტი აგრეთვე განლაგებული იყო აქ. წმ. ნიკოლოზის ეკლესია აშენებული ციხე–სიმაგრის შიდა ტერიტორიაზე მე–13 საუკუნეში. იგი განახლებული იქნა მე–20 საუკუნის მეორე ნახევარში მეტეხის ღვთიშობლის ეკლესია - აშენებულია მე–5 საუკუნეში და განახლებულია მე–13 საუკუნეში. სამეფო ტახტიც იყო აქ განლაგებული, ნარიყალაში გადასვლამდე. მეტეხი არის ცენტრულ–გუმბათოვანი ეკლესია. სამების საკათედრო ტაძარი - აგრეთვე, "ათასწლეულის შენობა". სამება არის ყველაზე დიდი მართლმადიდებური საკათედრო ტაძარი საქართველოში და ამიერკავკასიაში. იგი წარმოადგენს ჯვარ–გუმბათოვანი და ცენტრულ–გუმბათოვანი ეკლესიების ნაერთს. მისი სიმაღლე აღწევს 100 მეტრს. სხვა დეტალები მისაწვდომია მიმართვის შემთხვევაში. პაკეტში შედის: ტრანსპორტი – ლუქსი ავტო ან მიკროავტობუსი გიდი ფოტო–ვიდეო ოპერატორი ლანჩი ხანგძლივობა – 5 საათი საჩუქარი ჩვენი გალერეიდან თბილისის გძელი ტურის ღისშესანიშნავი ადგილება დაემატა თბილისის მოკლე ტურს მოკლე ტური (7 საათი) მთაწმინდა – მამადავითის ეკლესია, ერთ-ერთი ასურელი მამის, დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია, რომელიც მოვიდა VI ს-ში და განამტკიცა ქრისტიანობა. ეკლესია აშენდა VI ს-ში. დღეისათვის ტერიტორიაზე არის ასევე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი. თბილისის ეროვნული მუზეუმი – სიმონ ჯანაშიას სახელობის, სადაც ინახება ქართული კულტურული მემკვიდერეობის განძი .აქ ინახება დმანისის გათხრების შედეგად აღმოჩენილი ადამიანის თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელიც 1.8 მილიონი წლისაა. ეს ნაწილები პირველად აღმოჩენილი იქნა ქართველი მეცნიერის, დავით ლორთქიფანიძის მიერ 1991 წ-ს. ადამიანის ძვლებთან ერთად ასევე აღმოჩენილი იქნა ცხოველეთა ნაშთებიც. ეთნოგრაფიული მუზეუმი – მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია საქართველოს ყველა კუთხის სახლები და კოშკები. სხვა დეტალები მისაწვდომია მიმართვის შემთხვევაში. პაკეტში შედის: ტრანსპორტი – ლუქსი ავტო ან მიკროავტობუსი გიდი ფოტო–ვიდეო ოპერატორი ლანჩი ხანგძლივობა – 5 საათი საჩუქარი ჩვენი გალერეიდან
ტური “მთიულეთი-ხევი”
მთიულეთი აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული, მთიანი მხარეა, რომელიც კავკასიონის მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს. ხევი კი არის პატარა ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში. ის ამჟამად ეკუთვნის ყაზბეგის რაიონს, რომელიც მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. მდებარეობს კავკასიონის ჩრდილო ფერდობზე. ის სამი ხეობისაგან-თრუსოს, თერგის, სნოს ხეობებისგან
• ანანური. იგი მე-17 საუკუნის ძეგლია. რომლის შემადგენლობაშიც შედის კოშკი, მცირე გუმბათოვანი ეკლესია, დიდი გუმბათოვანი ტაძარი და სამრეკლო. ანანურის კომპლექსი გადაყურებს ჟინვალის წყალსაცავს, რომელიც აშენდა 1971 წელს.
• სოფელი სიონი (სტეფანწმინდის რაიონი). აქ არის მე-10-11 საუკუნეებში აშენებული კოშკი და ბაზილიკა.
• სოფელი აჩხოთი - საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის მშობლიური სოფელი. პატრიარქის კარმიდამოს ეზოში დგას ეკლესია.
• ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმი (ცნობილი ქართველი მწერალი). აქვეა 1809 წელს აშენებული ეკლესიაც.
• დარიალის ხეობა - პირველი ციხესიმაგრე აქ აღმართული იქნა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-2 ათასწლეულში. მე-5 და მე-12 საუკუნეებში ის იქნა რესტავრირებული. ამჟამად აქ დიდი საეკლესიო კომპლექსი მდებარეობს.
• გერგეტის წმინდა სამების ეკლესია (მე-14 საუკუნე). იგი აგებულია მყინვარწვერის ფერდობზე, მდ. თერგის მარცხენა ნაპირზე. ეს კულტურული ძეგლი ევროპაში ყველაზე მაღალ ადგილას არის აშენებული. გერგეტი არის გუმბათოვანი ეკლესია სამრეკლოთი.
ქუთაისის ტური
ქუთაისი სიდიდის მიხედვით მეორე ქალაქია საქართველოში. ოქროს საწმისის ლეგენდის მიხედვით, ქუთაისი ის ადგილია, სადაც არგონავტები მოქმედებდნენ ჩვ.წთ.-მდე VI ს-ში. დასავლეთ საქართველოს ტომები ჩამოყალიდა სახელმწიფოდ, კოლხეთის სამეფოდ, რომელიც მდებარეოდა შავი ზღვის დასავლეთ ნაპირზე.
ლეგენდის მიხედვით იასონმა გადმოკვეთა დარდანელის და ბოსფორის სრუტეები და შემოაღწია კოლხეთის სამეფოში, სადაც მეფე აიეტი მეფობდა. აქ ინახებოდა ოქროს საწმისი. კოლხები ფლობდნენ საიდუმლოს ოქროს მოპოვების შესახებ. არგონავტების მიზანი იყო ამ საიდუმლოს გაგება და ოქროს საწმისის მოპოვება.
ბაგრატის ტაძარი - (XI ს) არქიტექტურული ძეგლი ქუთაისში. დღეისათვის მხოლოდ ამ ეკლესიის ნანგრევები არის შემორჩენილი.
გელათის სამონასტრო კომპლექსი - გელათი შეიცავს ღვთისმშობლის, წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგის ეკლესიებს. გელათის აკადემია იყო კულტურული და სასულიერო ცენტრი. გელათის სამონასტრო კომპლექსი დააარსა მეფე დავით აღმაშენებელმა XII ს.-ში. ტაძარში შემორჩენილია დავით აღმაშენებლის პორტრეტი და მეფის საფლავიც ტაძრის შესასვლელშივეა. ტაძარში ასევე შემონახულია XII ს-ის მოზაიკური ხატი "ღვთისმშობელი ბავშვით".
მოწამეთა მონასტერი - (VIII-XI სს.) მდებარეობს ორ მდინარის შუა, ქუთაისის მახლობლად. VIII ს-ში. აქ ძმები კონსტანტინე და დავით მხეიძეები არაბებმა მოკლეს, რადგან უარი განაცხადეს ისლამის მიღებაზე. ძველი ეკლესია დაინგრა. ამჯამინდელი ეკლესია აშენებული იქნა მეფე ბაგრატის მიერ XI ს-ში. მოწამეთა მონასტერი ნიშნავს
“მონასტერი წამებულთათვის”. ძმების წმინდა ნაწილები ინახება მონასტერში.
სათაფლიის კასტრული მღვიმე- ცნობილია იმით, რომ აქ აღმოჩენილია დინოზავრის ნაკვალევი.
ქართლის ტური
გორი, უფლისციხე, ატენის სიონი.
გორი – დაარსებულია საქართველოს დიდი მეფის დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125 წ.). მოსახლეობა 60000. მდებარეობს მდინარე მტკვრის და ლიახვის შესართავთან. ქალაქი დაინგრა დიდი მიწისძვრის შედეგად 1920 წ.
იოსებ სტალინის მუზეუმი გორში. იოსებ სტალინი, რომელიც იყო ყველაზე ცნობილი პიროვნება გორში და შემდეგ გახდა საბჭოთა კავშირის ლიდერი.
უფლისციხე - კლდეში ნაკვეთი ქალაქი, გრძელი დაკლაკნილი ქუჩებით, უძველესი თეატრით და სცენით. როგორც საქართველოს სხვა კლდეში ნაკვეთი ქალაქები, უფლისციხეც არის ისეთივე სტრუქტურის, როგორც ურარტუ.
ციხე დაცული იყო კურას მიერ და ძლიერი დაცვა შესაძლებელს ხდიდა გორის შემოგარენის კონტროლს.
ატენის სიონი – VII ს-ის მართმადიდებლური ეკლესია, გორის სამხრეთით 10 კმ-ში.
სიონის სახელწოდება მომდინარეობს მთა “ზიონი”-დან, რომელიც მდებარეობს იერუსალიმში. ატენის სიონი არის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც გაწყობილია მონაცისფრო-მომწვანო ქვებით და მოხატულია ლამაზი ორნამეტებით.
იუნსკოს კულტურული მემკვიდრეობის საიტი.
No comments:
Post a Comment