ბეშუმი
ბეშუმი, ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტი აჭარაში ხულოს რაიონში, არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ. ზღვის დონიდან 1850-1900 მ, ხულოდან 30 კმ. მდიდარია წიწვიანი ტყეებით. ზაფხული ზომიერად გრილია (აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 17,0° C), ზამთარი ზომიერად რბილი (იანვარში საშუალო ტემპერატურა - 5,0 ° C). მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზურ დაავადებებს, სისხლნაკლებობას, ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს. სეზონია ივნისი-სექტემბერი.
ბეშუმი, ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტი აჭარაში ხულოს რაიონში, არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ. ზღვის დონიდან 1850-1900 მ, ხულოდან 30 კმ. მდიდარია წიწვიანი ტყეებით. ზაფხული ზომიერად გრილია (აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 17,0° C), ზამთარი ზომიერად რბილი (იანვარში საშუალო ტემპერატურა - 5,0 ° C). მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზურ დაავადებებს, სისხლნაკლებობას, ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს. სეზონია ივნისი-სექტემბერი.
ბორჯომი
ბორჯომი, ქალაქი-კურორტია აღმოსალეთ საქართველოში და ბორჯომის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. ქალაქად 1921 წელს გამოცხადდა. მოსახლეობა 9,9 ათასი (2002 წ.). სახელი ოფიციალურ წყაროებში XIX საუკუნეში იხსენიება. ქალაქის ადგილას XV-XVIII სს-ში იყო რამდენიმე სოფელი: ნუა, ფაფა, ჭალა. იმავე ხანებში ურავლის ხეობაში იყო ბორჯომის სახელით ცნობილი სოფელი. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი უნდა მოეტანათ ოსმალეთის დაპყრობითი ომების შედეგად ჩამოსახლებულ ლტოლილთა მოსახლეობას. ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია, მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მტკვრის, გუჯარეთის წყლის და ბორჯომულას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზებორჯომი-ხარაგაულის ეროვნული ნარძალის აღმოსავლეთით. იქ ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი: მ. გორკი, პ. ჩაიკოვსკი, ი. სტალინი, გ. დიმიტროვი და სხვები. ბორჯომში არის სახელგანთქმული მინერალური წყლების ჩამოსასხმელი ქარხანა, რომელიც ამჟამად საქართველოს №1 საექსპერტო პროდუქცია. აქვეა მცირე საწარმოები და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ბორჯომთან ახლოს მდებარეობს სამთო-სათხილამურო ცენტრი ბაკურიანი, ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები: ცემი, წაღვერი, XIII საუკუნის მონასტერი დაბა, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები პეტრესციხე და გოგიასციხე, ტბა ტაბაწყური. ბორჯომი არის ბორჯომისა და ახალქალაქი ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. 2005 წლის 22 ივნისს საქათველომ ბორჯომი ბაკურიანთან ერთად 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პრეტენდენტ ქალაქად დაასახელა.
ბაკურიანი
ბაკურიანი- დაბა ბორჯომის რაიონში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილო კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას (ზღვის დონიდან 1700 მ, ბორჯომიდან 30 კმ). ბაკურიანი გაშლილია ე.წ. ბაკურიანის ქვაბულის ძირზე, რომელიც ვულკან მუხერიდან ამონთხეული ლავით არის აგებული. ჰავა ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისაკენ გარდამავალია, ზამთარი - ცივი, თოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი. საშუალო ტემპერატურა 4,3 ° C, იანვარისა 7,2 ° C, აგვისტოსი 15° C. ნალექები 734 მმ წელიწადში. თოვლის საფარი (64 სმ სისქის) დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე. წარმოადგენს ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლინიდაგიანი 37 კმ-იანი სარკინიგზო განშტოების ბოლო პუნქტს. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. მოსახლეობა 2,0 ათასი კაცია. ბაკურიანის მიდამოები შემოსილია
საირმე
კურორტი „საირმე“ მდებარეობს ზღვის დონიდან 915-950 მ. სიმაღლეზე. ქ. ქუთაისიდან 55 კმ.-ითაადაშორებული. მოთავსებულია მდ. წაბლარის წყლის ღრმა ხეობაში, რომელიც სათავეს იღებს აჭარა-იმერეთისმთის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც აღმოსავლეთის მხრიდან არის დიდ-მაღალას მწვერვალი (2585 მ.), ხოლოდასავლეთით მწვერვალი მეფისწყარო (2848მ.).კურორტი „საირმე“ გარშემორტყმულია ფიჭვნარით, 19000 ჰა., რომელიც დიდ როლს ასრულებსმიკროკლიმატის შექმნაში. ტყიდან 7-8 კმ.-ის დაცილებით იწყება აჭარა-იმერეთის მცირე კავკასიონის ქედი.კურორტ „საირმეს“ აქვს 100-წლოვანი ისტორია. იგი აღმოჩენილია მონადირე-მწყემსების მიერ,რომლებმაც შეამჩნიეს, რომ ირმებიეტანებოდნენ ამ ადგილს. ბაღდათისა და მის ახლომდებარე რაიონების მცხოვრებლებისა და საირმეშივე ორგანიზებულ გერმანელ ტყვეთა ბანაკის წევრთა დაუღალავი შრომი შედეგად 1944 წ. კურორტი რაიონულ ცენტრს საავტომობილო გზით დაუკავშირდა, ხოლო 1946 წ. ამ გზის ზეკარის გადასასვლელამდე გაგრძელებით ბაღდათი-აბასთუმანს, ანუ დასავლეთი საქართველო სამხრეთ საქართველოს დაუკავშირდა, რამაც გზას სტრატეგიული მნიშვნელობა მიანიჭა. კლასიფიკაციით კურორტი ზომიერად-ნესტიანი ტიპის კურორტებს მიეკუთვნება. მინერალური
წყაროების რაიონი მდებარეობს მდ. წაბლარის წყლის დინების მიმართულებით და უკავია 4 ჰა. ფართობი. მინერალური წყაროები განლაგებულია მდინარის ორივე ნაპირზე. წყარო N1, N2, N4 მდებარეობს მდინარის
მარჯვენა მხარეს, ხოლო N3 მარცხენა მხარეს.
წყალტუბო
წყალტუბო - ქალაქი საქართველოში, წყალტუბოს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე წყალტუბოსწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1935 წელს. მოსახლეობა 16,8 ათასი (2002 წ). წყალტუბოს კურორტის გაშენება 1926 წელს დაიცყო. განაშენიანების პირველი პროექტი 1932-1940 წლებში შედგა (არქ. ნ. სევეროვი), გენგეგმა კი, რომელსაც საფუძვლად წრიული სქემა დაედო
სოხუმი — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი და სოხუმის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1848 წელს. მოსახლეობა 120 ათასი (1991 წ.). სოხუმი კონფლიქტამდე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო, სატრანსპორტო (საზღვაო პორტი, რკინიგზის სადგური, აეროპორტი), კულტურული და საკურორტო-ტურისტული ცენტრი იყო.
1992-1993 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ ქალაქმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა. 1993 სექტემბერს, რუსულმა ჯარმა, ადგილობრივ სომეხ და ჩრდილო-კავკასიელ მოხალისეებთან ერთად, შტურმით აიღო სოხუმი. თითქმის ერთი წლის მანძილზე განუწყვეტელი დაბომბვებისა და შეტევების შედეგად ქალაქი ძლიერ დაზიანდა, მთლიანად განადგურდა ინფრასტრუქტურა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, ბრძოლების შედეგად ქალაქში განადგურდა 10.000-ზე მეტი შენობა.
სოხუმი გაშენებულია უმთავრესად მდინარეების გუმისთისა და კელასურის ქვემო დინებათა შორის მოქცეულ დაბლობ-ვაკეზე, მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი — მდინარეებს ბესლეთსა და კელასურს შორის მდებარე ვიწრო სანაპირო დაბლობ-ვაკეზე. ქალაქის დასახლება ვრცელდება გორაკ-ბორცვებზე, რომლებიც ზღვისპირა ვაკეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება. სოხუმის ფართობი 23,3 კმ².
სოხუმში…ბაგრატიონთა ეპოქის (XI ს.) ნანგრევები, ბოტანიკური ბაღი, სტალაქტიტური მღვიმეები სოფელ შრომასთან, უნიკალური ფერმა-ლაბორატორია — პრიმატარიუმი. სოხუმში არის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
სოხუმთან 5 კილომეტრში, სოფელ ეშერაში განლაგებულია რუსეთის გასამხედროებული ლაბორატორია, რომელიც, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების ხელოვნურ გამოწვევაზე ატარებს ცდებს
1992-1993 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ ქალაქმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა. 1993 სექტემბერს, რუსულმა ჯარმა, ადგილობრივ სომეხ და ჩრდილო-კავკასიელ მოხალისეებთან ერთად, შტურმით აიღო სოხუმი. თითქმის ერთი წლის მანძილზე განუწყვეტელი დაბომბვებისა და შეტევების შედეგად ქალაქი ძლიერ დაზიანდა, მთლიანად განადგურდა ინფრასტრუქტურა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, ბრძოლების შედეგად ქალაქში განადგურდა 10.000-ზე მეტი შენობა.
სოხუმი გაშენებულია უმთავრესად მდინარეების გუმისთისა და კელასურის ქვემო დინებათა შორის მოქცეულ დაბლობ-ვაკეზე, მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი — მდინარეებს ბესლეთსა და კელასურს შორის მდებარე ვიწრო სანაპირო დაბლობ-ვაკეზე. ქალაქის დასახლება ვრცელდება გორაკ-ბორცვებზე, რომლებიც ზღვისპირა ვაკეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება. სოხუმის ფართობი 23,3 კმ².
სოხუმში…ბაგრატიონთა ეპოქის (XI ს.) ნანგრევები, ბოტანიკური ბაღი, სტალაქტიტური მღვიმეები სოფელ შრომასთან, უნიკალური ფერმა-ლაბორატორია — პრიმატარიუმი. სოხუმში არის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
სოხუმთან 5 კილომეტრში, სოფელ ეშერაში განლაგებულია რუსეთის გასამხედროებული ლაბორატორია, რომელიც, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების ხელოვნურ გამოწვევაზე ატარებს ცდებს
გაგრა — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1933 წელს. მოსახლეობა 26,9 ათასი (1991 წ.). გაგრა ცნობილი ზღვისპირა კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია, პორტი შავ ზღვაზე. რკინიგზის სადგური.
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIV საუკუნეში გაგარის ფორმით. გაგრა ფეოდალური საქართველოს მნიშვნელოვანი ნავსადგური იყო. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მეფის მთავრობამ აღადგინა გაგრის ციხე და იქ რუსული გარნიზონი ჩააყენა.
გაგრაში არის რკინიგზის სადგური, კლიმატური კურორტი, მცირე საწარმოები. გაგრაში არის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის რეზიდენცია.
გუდაუთა (აფხ. Гəдоуҭа) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე გუდოუს შესართავთან, სოხუმიდან 37 კმ-ში. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს. მოსახლეობა 15,3 ათასი (1991 წ.). გუდაუთაში არის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის რეზიდენცია.
გუდაუთაში ბომბორის აეროდრომზე საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო საბჭოთა საჰაერო თავდაცვის ძალების ბაზა, საიდანაც ცივი ომის პერიოდში სამხედრო ავიაციის 171-ე ან 529-ე დივიზიების სუ-27 ტიპის ავიამოიერიშეები დაფრინავდა.[1] ეს დივიზია ემორჩილებოდა ბაქოს საჰაერო თავდაცვის არმიას (მე-19 არმია). აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში გუდაუთა იყო აფხაზ სეპარატისტთა წინააღმდეგობის ცენტრი საქართველოს მთავრობის ძალებთან ბრძოლისას 1992-93 წლებში.
საბთოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბომბორას ავიაბაზა რუსეთის 50-ე სამხედრო ბაზად გადაკეთდა, შემდეგ კი მე-10 დამოუკიდებელ სამშვიდობო საჰაერო დივიზიის ბაზად. ეს ქვედანაყოფი პირდაპირ ემორჩილებოდა რუსეთის გენერალურ შტაბს.
ოჩამჩირე (აფხ. Очамчыра) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს. მოსახლეობა 20,6 ათასი (1991 წ.). ოჩამჩირე სარკინიგზო კვანძია, აქედან რკინიგზის განშტოება მიემართება სამრეწველო ქალაქ ტყვარჩელისაკენ.
ბიჭვინთა (ძვ. ბერძნ. პიტიუნტი) — დაბა გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აფხაზეთში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე ამავე სახელწოდების კონცხზე, ქალაქ გაგრის სამხრეთით 22 კმ-ზე, სოხუმიდან 80 კმ. დაბის სტატუსი მიენიჭა 1963 წელს. მოსახლეობა 11,0 ათ. მცხ. (1991).
ბიჭვინთის როგორც ქართული ისე ძველი ბერძნული სახელი პიტიუნტი “ფიჭვიდან” (ბერძნ. Pitios) მომდინარეობა. ბიჭვინთის კონცხზე ახლაც არის რელიქტური ფიჭვის კორომები.
კახეთი საუკეთესო ადგილია პარტნიორთან ერთად სამოგზაუროდ.
მეგობრული ატმოსფერო – რომელიც ნებისმიერ, ყველაზე მიუვალ სოფელშიც კი თავს სახლში გაგრძნობინებთ. გურმან წყვილების საჭმელ – სასმელიც იმდენი და ისეთი ნაირ ნაირი დახვდებათ, რომ მთელი მოგზაურობის მანძილზე უკმაყოფილოები ვერ დარჩებიან, ხოლო სალოცავებისა და ისტორიული ძეგლების სხვადასხვა ნაირსახეობა და მრავალი სხვა ღირშესანიშნაობა აუცილებლად წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.
სიღნაღი
- სიყვარულის ქალაქი
ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ აგერ სიღნაღს სიყვარულის ქალაქი უწოდეს , იქ მდებარე ქორწინების სახლის გამო (რომელიც 24 საათი მუშაობს და კახეთში ბოდიალის დროს მაინც – გახსოვდეთ(!))
მაშ ასე ”სიყვარულის” რეგიონი კახეთის პირველი გაჩერებაა უჯარმა.
თბილისიდან სულ რაღაც 36 კმ-ში მდებარე სოფელში ულამაზესი ციხე , უფრო სწორად მისგან შემორჩენილი ისტორიული ნანგრევებიღა გვხვდება. თურმე ეს ციხე , ციხე – ქალაქ ”ჯვარპატიოსნის” ნანგრევებადაც მოიხსენიება.
ამ ციხე ქალაქისა და მისი ნანგრევების შესახებ უამრავი ლეგენდები დადის – საგანძურებისა თუ მეფეების მონაწილეობით.
იქ არსებული რაღაც სამკურნალო პანსიონატისა) ეს კი ფრიად რომანტიულია, თანაც უჯარმა ლამაზ ბუნებაში ჩაფლული ადგილია – გომბორისა და იალნოს ქედების ხედით. ღამე ცეცხლის დანთებაც არ გაგიჭირდებათ
– ფაუნა ფიჩხითა და მსუბუქი შეშით თავად უზრუნველგყოფთ (თუმცა გახსოვდეთ ხეების გაკაფვა და ბუნების დაზიანება დასჯადი ქმედებაა).
კოცონის ტკაცატკუცის ფონზე წარსული მოვლენების გახსენებაც არ უნდა იყოს ურიგო , თანაც ლეგენდა უჯარმის ციხეზე ეხება ვახტანგ გორგასალსა და მის მეუღლეს:
ვახტანგის მეუღლე შეფარვით ერთ-ერთ წარჩინებულ ირანელ სამხედრო მთავარს ჰყვარობდა, რომელიც ავდაკს თან ახლდა. ომის წინა დღეს მან საიდუმლო შიკრიკი გაგზავნა ირანელთა ბანაკში და შემდეგი ამბავი დაუბარა:
„ამაღამ ვახტანგის საყვარელ საბრძოლო ფაშატს ბლომად მარილიან წყალს დავალევინებ თავლაში. ვახტანგს ყოველი გათენების წინ თვითონ ჩაჰყავს თავისი საყვარელი ცხენი იორზე წყლის დასალევინებლად. „სატალახო“ აბჯარსაც იმას დავუდებ სასთუმალთან, მარჯვენა იღლიაში გარღვეული რომელიცაა. ცხენი დიდხანს ვერ დაიოკებს წყურვილს და ვახტანგი აღვირს უსათუოდ ამოჰკრავს. კაი მოისარი ნახეთ და მეორე ნაპირიდან ქეიბური, ან ბოძალი ესროლეთო.“
ეს ისტორია კი აუცილებლად დაგაფიქრებთ ურთიერთობების შესახებ.
ღამის გათევის მეორე ვარიანტია საგარეჯო, სადაც 3 ოჯახური სასტუმრო ფუნქციონირებს.
უჯარმის ახლოს მდებარეობს სოფელი ხაშმი. თუ თქვენ გაქვთ ლიცენზია და ნადირობის უფლება , შეგიძლია სცადოთ კიდეც საყვარელ ადამიანთან ერთად – არა მხოლოდ ერთმანეთის გულების , არამედ რაიმე ცხოველის მონადირებაც.
შემდეგი ლოკაცია ისევ კახეთში მაგრამ თბილისიდან უკვე 165 კმ-ის დაშორებით მდებარეობს . ეს ლაგოდეხის ეროვნული ნაკრძალია.
მთლიანი ხეობა ნაკრძალად 1912 წელს გამოუცხადებიათ,
დამერწმუნებით შთამბეჭდავია ის პერიოდი, რომელიც ამ ტერიტორიამ როგორც ნაკრძალმა ისე იარსება(დღემდე).
სამოგზაურო პერიოდი ლაგოდეხის ნაკრძალში იწყება მაისის თვიდან და გრძელდება ნოემბრამდე. ნაკრძალის ტერიტორია საუკეთესო ადგილია ნებისმიერი კატეგორიის ტურიზმის მოყვარულისათვის ( ეკო ტურიზმი, კულტურული ტურიზმი, თუ უბრალოდ საფეხმავლო ტურიზმი – Hiking)
ნაკრძალში სიმაღლეთა სხვაობა 3000 მეტრს წარმოადგენს,
შესაბამისად თქვენ შეძლებთ ტყის მასივებსა თუ ნახევრად ალპურ ზონებში ხეტიალს, ულამაზესი ბუნებითა და თქვენი პარტნიორით ტკბობას, თანაც ეცადეთ რომ თქვენს საყვარელ ადამიანთან სულ ახლოს იყოთ, ამაში კი ტყის იქაური მობინადრეებიც შეგიწყობენ ხელს, რომელთა ჩამონათვალიც მოიცავს:
§ ირემს
§ გარეულ ღორს
§ მურა დათვს
§ მგელს
§ მელას
§ ფოცხვერს
§ ტყისა და კლდის კვერნებსა
§ ტყის კატას.
დასვენება ფრიად ექსტრემალური და ძალიან მრავალფეროვანი გამოგივათ – უდავოდ.
არ დაგავიწყდეთ ლაგოდეხის ნაკრძალი დაცული ტერიტორიაა და ბუნებას იქ პატივისცემით უნდა მოეპყროთ – ნუ დაყრით ნაგავს და დააზიანებთ მცენარეებს, ასევე მოერიდეთ მტაცებლებს , ისინი პლასტმასსა და ნაჭერს კარგად ვერ ინელებენ.
აქვე შეგახსენებთ რომ ლაგოდეხში არის ისეთი ადგილებიც სადაც შეგიძლიათ
(უცნაური და უკვე საკმაოდ პოპულარული ”სპორტის სახეობით”) გადამფრენი ჩიტების თვალიერებით დაკავდეთ.
საქართველოში ბევრია ისეთი ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ და უმჯობესია თუ ამას პარტნიორთან ერთად გააკეთებთ, რამეთუ ყოველი წუთი გატარებული ყოველდღიურობისაგან განსხვავებულად – ძალიან სასიამოვნო მოგონებად იქცევა და საუკეთესოა განტვირთვისათვის.
სათაფლიის ტერიტორიაზე განვითარებული ინფრასტრუქტურა საშუალებას მოგცემთ მთელი დღე გაატაროთ ბუნების წიაღში- ისეირნოთ ულამაზეს ადგილებში , დაისვენოთ და წაიხემსოთ კიდეც იქვე არსებულ კაფეტერიაში .
სათაფლიის მონახულების შემდგომ გირჩევთ აუცილებლად ეწვიოთ აწ უკვე განახლებულ და თანამედროვე სტილში გაკეთებულ პრომეთეს მღვიმეს.
ეს მღვიმე თბილისდან 240 კმ-ის დაშორებით მდებარე სოფელ ყუმისთავში გახლავთ, ქუთაისიდან კი მხოლოდ 20 კილომეტრითაა მოშორებული (შესაბამისად ისევ არის შესაძლებლობა ღამე კომფორტულ გარემოში გაათიოთ).
პრომეთეს მღვიმე
მინდა გითხრათ რომ ეს ადგილი საკმაოდ რომანტიული და ფრიად საინტერესოა.
მღვიმე სულ 1300 მეტრი სიგრძის ბილიკით გახლავთ აღჭურვილი, თუმცა მერწმუნეთ მისი გავლისას ვერც დაღლასა თუ მოწყენას იგრძნობთ და ვერც გარშემო არსებული სილამაზის ცქერით გაძღებით.
პრომეთეს მღვიმეში არსებული სტალაქტიტები, სატალგმიტები თუ ფარდები ულამაზესად არის განათებული სხვადასხვა ფრად, ეს გარემოს ერთი ორად შთამბეჭდავს ხდის. მღვიმეში არსებული მუსიკა კი რომანტიულობის შეგრძნებას გაგიმძაფრებთ.
არაფერი ჯობია ასეთ ადგილას მუსიკისა და ლამაზი განათების თანხლებით პარტნიორთან ერთად ბოდიალს.
მღვიმის მონახულება დილის 11:00დან 16:00 საათამდეა შესაძლებელი. ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ , რომ მღვიმეებში საკმაოდ დაბალია ტემპერატურა და აუცილებელია შესაფერისად ჩაიცვათ. გიდები გვირჩევენ სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გამოყენებას პრომეთეს მღვიმის სტუმრობისას, მით უმეტეს რომ იქ სულ მალე ახალი სანახაობა – მღვიმეებში ნავით შესვლა ამუშავდება.
სათაფლია
საქართველოში ბევრია ისეთი ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ და უმჯობესია თუ ამას პარტნიორთან ერთად გააკეთებთ, რამეთუ ყოველი წუთი გატარებული ყოველდღიურობისაგან განსხვავებულად – ძალიან სასიამოვნო მოგონებად იქცევა და საუკეთესოა განტვირთვისათვის.
ბაზალეთის ტბა გახლავთ დუშეთის მუნიციპალიტეტში – ქ. დუშეთის სამხრეთით 5 კმ-ზე. ზღვის დონიდან 879 მ. ტბის მაქსიმალური სიღრმე 7 მ-ა.
გაზაფხულსა და ზაფხულში წყლის ტემპერატურა დაახლოებით 25 °C-მდეა, რაც შესაძლებელს ხდის მასში ბანაობას.
ბაზალეთის ერთი სანაპირო დაფარულია ლელქაშით და ის თევზჭერისათვის საუკეთესო ადგილია. აუცილებლად ღირს პარტნიორთან ერთად ასეთი რამის გამოცდა.
მზის გულზე გარუჯული ფეხებით წყალში დგომა, ჩუმი, უდრეკი საუბრები და ტივტივაზე დაკვირვება.
მერწმუნეთ შეგრძნებები მართლაც გამორჩეული იქნება.
თუმცა თუ თქვენ არ ხართ თევზაობის მოყვარული, მაშინ ბაზალეთის ტბის მეორე ნაპირი თქვენ ნამდვილ კომფორტს გთავაზობთ. მოსწორებული ”პლაჟით”ა და საცურაო გარემოთი.
თუ მხოლოდ შაბათ კვირას დაგეგმავთ წასვლას (დედაქალაქიდან ახლოა და ეს ადვილად ასრულებადია) მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ კარავი და თბილი საძილე ტომრები, მზის ჩასვლის შემდეგ ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. საკვები ჯობია ქალაქიდან წაიღოთ, თუმცა ადგილზეც იყიდება სხვადასხვა ნუგბარი, ხოლო შორიახლოს სასტუმროების უზარმაზარი არჩევანია.
ტბის სიახლოვეს არის ტურისტული კომპლექსები, კომფორტული და ფეშენებელური სასტუმროები, რომელთა უმეტესობაც საკუთარ სანაპიროებს ფლობს და იქ თქვენ სრული კომფორტი გელოდებათ(სპა სალონებით, სატრენაჟორო დარბაზებითა და ჩოგბურთის კორტითაც კი).
ბაზალეთზე დღის განმავლობაში მოწყენა არ გიწერიათ. თუ თქვენ გაურჯვა მოგბეზრდებათ შეგიძლიათ პარტნიორთან ერთად დაიქირავოთ ნავი და ტბის შუაგულში შესცუროთ, იქ კი რომანტიული საუბრისათვის(ხოლო საღამოს საათებში , არა მხოლოდ…) ზუსტად შესაფერისი ადგილია.
აქვე შეგახსენებთ რომ ტბაში მრავლადაა თევზი და სხვადასხვა წყალმცენარე , ასე რომ ნუ შეშინდებით თუ ცურვისას რაიმე უცხო და სლიპი მოგედებათ შიშველ სხეულზე.
არ დაგავიწყდეთ თან წაიღოთ ფოტოაპარატი და თუ შესაძლებლობა გაქვთ მისი ჰერმეტული კონტეინერი, წყალთან სიახლოვეს ტექნიკა ცუდად იტანს.
სასიამოვნო საგაზაფხულო დასვენებას გისურვებთ.
გუდაური არის ზამთრის კურორტი, რომელიც კავკასიის მთების სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს. კურორტი საქართველოს სამხედრო გზაზე. ჯვრის უღელტეხილთან მდებარეობს-სტეფანწმინდის რაიონში-ზღვის დონიდან 2,196 მ (7 200 ფ.) სიმაღლეზე. თბილისადან გუდაური 120 კმ (75 მილი) დაშორებით მდებარეობს. ჩვეულებრივ თბილისიდან გუდაურამდე მანქანით მხოლოდ 2 საათი სჭირდება.
ბაკურიანი ბორჯომის რაიონში მდებარეობს და საქართველოში პოპულარულ სამთო კურორტს წარმოადგენს. ის თრიალეთის მთის ჩრდილო ფერდობზე მდებარეობს ზღვის დონიდან 1 770 მ. ( 5 5576 ფ.) ბაკურიანის მიმდებარე ტერიტორიაზეა ხშირი წიწვოვანი ტყე. კურორტი ბორჯომიდან 30კმ-ის დაშორებით ე.წ. ბაკურიანის ქვაბულში მდებარეობს.
No comments:
Post a Comment